"ცოტნეობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის რამდენიმე პირს ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
13-08-2016, 02:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობში, „ცოტნეობის“ დღესასწაულზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მერი აბრამიას, ალექსანდრე არჩაიას, ანგულ მიქავას, გია გურულს ხობის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები ხოლო კობა თუთბერიძეს „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ ტიტულის მოწმობა გადასცეს. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.

 

 

"ხობის  მუნიციპალიტეტისთვის გაწეული ღვაწლისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

 

 

მერი აბრამიას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის;

 


ალექსანდრე არჩაიას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის;

 


ანგულ მიქავას, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 


გია გურულს, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის (ფეხბურთი) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

 

სპორტის სფეროში (მკლავჭიდი) შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, კობა თუთბერიძეს მიენიჭა „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ ტიტული და გადაეცა „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდო“ – 500 ლარი", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი