ხათუნა ლაგაზიძე: "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო განადგურების არაერთი ფაქტი გამოვლინდა
13-08-2016, 03:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასობრივ განადგურებაზე საუბრობს.

 

 

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა ლაგაზიძემ ზუბალაშვილის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა და იმ შენობების ნუსხა წარმოადგინა, რომლებიც მისი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მიუხედავად განადგურდა. 

 

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აჭარაში, კერძოდ, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო განადგურების არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მონაგარი, რაც გამოიხატება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასობრივ განადგურებაში. გვაქვს არაერთი საინტერესო და სავალალო ფაქტი, მათ შორის, ბარათაშვილის ქუჩა #24 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკანონო განადგურება მოხდა. ამის თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოგზავნილი აქვს ერთი და იგივე სხდომის ორი განსხვავებული ოქმი. ამ და არაერთი სხვა ფაქტით არავინ დაინტერესებულა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" მსგავსი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს მომავალშიც, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცემა 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდგომ. განადგურებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა შემდეგი მისამართები: ჟორდანიას #7, ბარათაშვილის #2, კლდიაშვილის #25, ვაჟა-ფშაველას #27, ჯავახიშვილისა და აბუსელიძის ქუჩების კვეთა, მემედ აბაშიძის #50, რუსთაველის #17, თავდადებულის #7, 9 მარტის ქუჩა #6 სინაგოგა, ლუკა ასათიანის #26, ზუბალაშვილის #37, ხარიტონ ახვლედიანის #5“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

 


პარტიის ლიდერი საზოგადოებას მოუწოდებს არ მისცენ "ქართული ოცნების" კანდიდატებს საშუალება გააგრძელონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება.

 

კომენტარები: 6
#6   მარი
      
სიმართლეს ამბობს ქალბატონი ხათუნა, არაფერი შენდება და კეთდება დანგრევით და განადგურებით კი ბევრი რამ ინგრევა...კარგია რომ ამ საკითხზე ამახვილებთ ქალბატონო ხათუნა ყურადღებას და იმედია ხალხი ოქტომბერში სწორ არჩევანს გააკეთებს #ცვლილებებისდროა

კულტურულ ძეგლებს ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ზოგადად ისტორიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კარგია ქალბატონო ხათუნა რომ ყურადღება გაამახვილეთ.წარმატებები
14 აგვისტო 2016 08:54
#5   მედეა
      
საკუთარი ქვეყნის კულტურა ფრიად მნიშვნელოვნი საკითხია, ამას მოფრთლება და მოვლა ჭირდება, ესენი კიდე ანგრევენ. რაზე გვაქვს საუბარი როცა საკუთარ კულტურას ესე ვეპყრობით. ხალხნო ქართველებს ეს არ შეფერიის, ამის შესანრჩუნებლად ყველაფერ უნდა ვაკეთებდეთ და არა ისე როგორც ქოცები.

ra marazmebi xart, tqveni farfashic male dasruldeba . sakutar kulturas ese rogor ecevit , mtrebi xart martla?nutu girebuli ar shegrchat rame
14 აგვისტო 2016 04:44
#4   eliso
      
აუცეილებეია კულტურული ძეგლების დაცვა.მიხარია რომ ქალბატონი ხათუნა გამოეხმაურა ამ საკითხს
14 აგვისტო 2016 01:34
#3   ლელა
      
მივესალმები ლაგაზიძის ძალისხმევას. ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა ფულზე არ უნდა გაიცვალოს.
14 აგვისტო 2016 01:28
#2   თამო
      
სანამ დაუნადგურებიათ და გაუყიდიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კარგი და დროული ინიციატივაა, მომწონს ბურჭულაძის პარტიის ასეთი აქტიურობა, წარმატებებს გისურვებთ!
14 აგვისტო 2016 01:15
#1   მერაბი
      
კარგია ქალბატონი ხათუნა რომ შეეხო აღნიშნულ პრობლემას . ამ მთავრობის და მისი ჩინოვნიკების უნიათობას ეწირება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა . მერე გამოდიან და თავს იმართლებენ . ვემხრობი ყველაფერში ქალბატონ ხათუნას .
14 აგვისტო 2016 01:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი