პროკურატურაში პოლიტიკური მოძრაობა ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” წევრის, ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ გამოძიების კითხვებს პასუხობს.
”ახლაც მგონია, რომ ეს ვარაუდია, არავის სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება, გამოყვანა. ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლება და მგონია, რომ ეს უფრო ”ნაციონალური მოძრაობის” ფანტაზიის უნარია. ჩემთან კითხვები ამასთან დაკავშირებით ვერ იქნება. 2014 წელს მე ვიყავი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, რომ მე ვიყავი მრჩეველი და ცხადია, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე იმ უკანონობის ალაგმვა, რაც იმ პერიოდში დეპარტამენტში ხდებოდა. მაშინ პირველი რაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეს იყო ზონდერების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, ეს იყო იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ დეპარტამენტის სათავეში”, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.