,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსუდან გვენეტაძე წარადგინა. რუსუდან გვენეტაძე ,,თავისუფალი დემოკატების“ გუნდის წევრია დაფუძნების დღიდან, ახლა კი ის პარტიის რიგებში ახალ პოზიციას დაიკავებს.
,,დღეს, მინდა წარმოგიდგინოთ ტყიბულისა და თერჯოლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქალბატონი რუსუდან გვენეტაძე. რუსუდანი გახლავთ ბიოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის დირექტორი, რეპროდუქციული კლინიკის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა და დაცული აქვს დისერტაცია შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა მიმართულებით. მოღვაწეობს ჯამრთელობის დაცვის სფეროში და მასთან ერთად ეწევა როგორც პედაგოგიურ ასევე სამეცნიერო მოღვაწეობას. ეს მხარე მისთის არის მშობლიური და მის ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის განვითარების საქმეში. ტყიბულის ახალგაზრდობის სასახლე და კულტურის თეატრის შენობა სწორედ მამის დამსახურებული ინჟინერის ოთარ გვენეტაძის აშენებულია. რუსუდან გვენეტაძემ კარგად იცის როგორი უნდა იყოს მეშახტეთა შრომის პირობები , რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მე მჯერა რომ მასთან ერთად უკეთეს ცხოვრებას შევუქმნით ტყიბულისა და თერჯოლის მოსახლეობას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
,, ჩემთვის დიდი პატივია რომ მომეცა შესაძლებლობა წარმოვადგენდე ჩემს მშობლიურ რეგიონს საკანონმდებლო ორგანოში. ვთვლი რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობა. მე კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის, ტყიბულისა და თერჯოლის რეგიონის მოსახლეობის პრობლემებს და ყოფას. გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება, უკეთესი პირობები. ჩვენ ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ძლიერი გუნდი ერთად მივაღწევთ გამარჯვებას წინასაარჩევნოდ დასახულ ამ ურთულეს გზაზე“ - რუსუდან გვენეტაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.