თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13-08-2016, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, სოსო ქარცივაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი ზოლის 1200 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ქვაფენილი, დაირგვება 2900 ძირი ბუჩქოვანი მცენარე და მოეწყობა მწვანე ბალახის საფარი. გარდა ამისა, თამარაშვილის ქუჩაზე უკვე დასრულდა ახალი სარწყავი სისტემის გაყვანა და დამონტაჟდა გარე განათების 110 ბოძი. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება საბაღე ფურნიტურის, ნაგვის ურნებისა და სკამების შეცვლაც.

 

 

თბილისის მერის განცხადებით, გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც, შემოდგომაზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დაიწყება.

 

 

„თამარაშვილის ხეივანში დაირგვება მცენარეები და მწვანე ბალახის საფარი. უკვე მზად არის სარწყავი სისტემაც. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ ძალიან საინტერესო სკვერს მივიღებთ. აქ განთავსდება სკამები, იქნება საჯარო ინტერნეტი, რაც დამატებით მოიზიდავს ახალგაზრდებს და იმ პირებს, რომლებსაც სურთ დასვენება და გართობა“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს კომპანია „Green service plus“-ი აწარმოებს. სამუშაოებს ზედემხედველობას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უწევს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი