"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.
”ძალიან კაგრად მახსოვს რა პირობებში დაიდო ეს შეთანხმება. რუსეთის მხარეს აქვს ვალდებულება არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, არამედ კონფლიქტამდელ პერიოდში არსებულ პოზიციებზე სამხედრო ტექნიკისა და საჯარისო ნაწილების დაბრუნების. ეს არ შეასრულა რუსეთის ფედერაციამ და უფრო მეტიც, შემდეგ უკვე აღიარება გააკეთა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის. ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირება, ყველა არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მიზანმიმართული პოლიტიკით დააბრუნებს ამ ორ ჩვენს უძველეს ტერიტორიას, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. მაგრამ ამას ბუნებრივია სჭირდება ძლიერი, სტაბილური, წელში გამართული პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ეს შეთანხმება შედგა, რომლის შუამავალიც იყო ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი, სარკოზი და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა აქტიორისთვის, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, ეს შეთანხმება ცნობილია.
რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, დღემდე აგრძელებს ისევ ძველ პოლიტიკურ დემაგოგიას და ამართლებს საკუთარ ნაბიჯებს, იმ აგრესიას რომელიც საქართველოს მიმართ ჩაიდინა. ეს პოლიტიკა რომ არ იცვლება, არ უნდა გვაკვირვებდეს ბუნებრივია და ამან არ უნდა დააგდოს ჩვენი მოტივაცია, რომ ბოლომდე გავყვეთ იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება და რუსეთთან მოლაპარაკების გზით კონფლიქტის კიდევ უფრო გართულების თავიდან აცილება. საქართველო ბევრჯერ ყოფილა დანაწევრებული მტრების მიერ, მაგრამ შემდეგ ჩვენ ფეხზე დავმდგარვართ და გაგვიერთიანებია ქვეყანა. ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "არავითარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2008 წლის 12 აგვისტოს არ გაფორმებულა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.