ირაკლი ალასანია: ეს საქმე ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და 20 წლის განმავლობაში გაძლიერდა - ამ გზიდან გადახვევა დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
13-08-2016, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "თუკი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს განხილვის დღის წესრიგში დადგება, ”თავისუფალი დემოკრატები” მას მხარს დაუჭერს".

 

 

ალასანიას შეფასებით, "საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის არჩევა დამღუპველი იქნება".

 

 

”ნეიტრალიტეტი, არაბლოკური სტატუსი ეს ის არჩევანია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული საფრთხეები, ოკუპაცია და ცხოვრობს ისეთ გარემოში, როგორშიც თუნდაც შვეიცარიაა, კეთილმეზობლურ ვითარებაში. როდესაც ჩვენს ქვეყანას მეზობელი ჰყავს აგრესორი, ბუნებრივია ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარი თავის დაცვაზე და საკუთარი თავის დაცვა, მარტო, დღეს არავის შეუძლია. ამიტომაცაა დაწყებული საქმე, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და გაძლიერდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ნატოს ალიანსთან ჩვენი ურთიერთობა ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რომ კიდევ უფრო არ გართულდეს ჩვენი უსაფრთხოების გარემო. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ჯარს, ამიტომ ამ გზიდან გადახვევა დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, თუკი ეს ინიციატივა პარლამენტში დადგა, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას რაც მეტი თავდაცვისუნარიანობა ექნება, მით უფრო დაცული ვიქნებით სამხედრო კონფლიქტის დაწყებისგან მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან”, - განაცხადა ალასანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი