რიო დე ჟანეიროში ტარიელ ხეჩიკაშვილი ბრაზილიის სპორტის მინისტრს, ლეონარდო პისიანის შეხვდა
13-08-2016, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რიო დე ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტად მყოფი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბრაზილელ კოლეგას, ლეონარდო პისიანის შეხვდა.

 

 

"მინისტრების შეხვედრას, რომელიც რიოს ოლიმპიურ ბულვარში მდებარე" ბრაზილიის სახლში" გაიმართა, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი, მისი მრჩეველი კოტე საბიაშვილი და ბრაზილიის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ოლიმპიური თამაშების ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრებმა სპორტის სფეროში ინფორმაცია გაცვალეს, ასევე მიმდინარე რიო 2016-ის შესახებ ისაუბრეს და საქართველოსა და ბრაზილიის სპორტის სამინისტროებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 

 

მხარეთა შეთანხმებით, 2016 წლის ბოლომდე საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს უნდა მოეწეროს ხელი. მემორანდუმი ბრაზილიის სპორტის მინისტრის საქართველოში საპასუხო ვიზიტისას გაფორმდება. ქართული მხარის შეთავაზება ლეონარდო პისიანიმ მიმდინარე შეხვედრის დროს მიიღო", - აღნიშნულის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

„ბრაზილიას უმაღლესი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ, ქვეყანა ამჯერად ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ცოდნის გაზიარება, რაც ბრაზილიას დაუგროვდა სპორტული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, მით უმეტეს, რომ საქართველომ 2017 წელს არაერთ საერთაშორისო დონის სპორტულ ტურნირს უნდა უმასპინძლოს.

 

 

ჩემს ბრაზიელიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე, ასევე ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებაზე. ბრაზილიის სპორტის მინისტრის საქართველოში საპასუხო ვიზიტისას, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რომელიც ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს და ეფექტურს გახდის." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი