"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება.
”ბევრს ავიწყდება, რომ მთავარი არბიტრი, გადაწყვეტილების მთავარი მიმღები არის ხალხი. ხალხი იქნება გადაწყვეტილების მიმღები ყველა რაიონში და დარწმუნებული, ვარ ჩვენ, როგორც ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივა, მოვიპოვებთ ხალხის იმ მხარდაჭერას, რაც საკმარისი იქნება იმისთვის რომ გამარჯვებით შევიდეთ პარლამენტში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენი განსაკუთრებული, დადებითი, პოზიტიური წვლილი შევიტანოთ”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"წინასწარ ვიზიარებ ირაკლი ალასანიას მწუხარებას, იმიტომ რომ დამარცხებისთვის არის განწირული", - აღნიშნული განცხადება ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ პრსკონფერენციაზე გააკეთა.
„ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ. არა იმის გამო, რომ არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან. დაახლოებით 1 საათის წინ საინიციატივო ჯგუფმა წარმადგინა ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად და მე ეს წინადადება მივიღე. ჩემს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ ეს ქალაქი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი, მშობლიური და მეორე ის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მის მიერ წარდგენილი კანდიდატებით გამოხატა გარკვეული უდიერი დამოკიდებულება გორისადმი. თუ თვალს გადაავლებთ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, დაინახავთ, რომ მათ არც გამოცდილებით, პროფესიით, ცოდნით არაფერი საერთო არ აქვთ პარლამენტარიზმთან, პარლამენტის წევრის სტატუსთან და მათ არაფერი სასიკეთოს მოტანა გორისთვის არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.