საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს აქციას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, დავით ჭავჭანიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
აქციას, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვასაყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.