ასპინძის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა "ცოტნეობის" დღესასწაული აღნიშნეს. როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ დამალაში კოხტას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,წუნდა'' და ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს.
ღონისძიებას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, საკრებულოს თავჯდომარე მამუკა მელიქიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.