პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებით, საქართველო ნელ-ნელა ამერიკელებს ეჯახება, დღევანდელი ქართული დიპლომატიით კი „შორს ვერ გავფრინდებით“.
როგორც სოსო ცინცაძე აცხადებს, უკრაინა საჯილდაო ქვა გახდა, რადგან იქ ოფიციალური თბილისისა და „ნაციონალების“ ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა, დასავლეთი კი თბილისის პოზიციას იგნორირებას უკეთებს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„სააკაშვილის დანიშვნა ავიღოთ: შენ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაქვს აღძრული, ინტერპოლს სთხოვ დამაჭერინეო. ახლა ამერიკელი სენატორები ინტერპოლს მიმართავენ, შეწყვიტეთ ამ ადამიანის ძებნაო და შეწყვეტენ კიდეც. ინტერპოლი ძირითადად ამერიკელებისაა, ხარჯებს ეგენი გასცემენ. ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს.
სიმართლე თქვა ნინო ბურჯანაძემ, ბარემ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვიტეთ, ეგღა დაგრჩათო“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
სოსო ცინცაძის აზრით, საქართველომ დასავლეთისთვის გასაგები ენით უნდა ისაუბროს და ტერმინი „სამართლიანობის აღდგენა“ – „მართლმსაჯულების აღსრულებით“ ჩაანაცვლოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.