2 ჭიქა ღვინის დალევა შვედეთის განათლების მინისტრს გადადგომად დაუჯდა - 29 წლის აიდა ჰაზდიალიჩს 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება
13-08-2016, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვედეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი აიდა ჰაზდიალიჩი პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც საჭესთან ალკოჰოლის დაშვებულ ზღვარს გადაცილებული გამოიჭირეს. ამის შესახებ BBC წერს.

 


29 წლის ჰაზდიალიჩი მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის უმაღლესი განათლების და შვედეთის პირველი მუსლიმი მინისტრია.

 


მან ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევას მისი ცხოვრების „ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა“.

 


ჰაზდიალიჩმა, რომელიც შვედეთში ბოსნია-ჰერცოგოვინიდან 5 წლის ასაკში ჩავიდა, 2 ჭიქა ღვინო დალია, სანამ დანიისა და შვედეთის დამაკავშირებელ ხიდზე გააჩერებდნენ.

 


მას შემდეგ რაც პოლიციამ მის სისხლში 0.2 პრო მილე ალკოჰოლი აღმოაჩინა, მას ექვსი თვით პატიმრობა ემუქრება.

 


თავისი საშინელი საქციელის ახსნისას მან თქვა, რომ საჭესთან დაჯდომამდე კოპენჰაგენიდან მოცილებით ერთი ჭიქა შუშხუნა ღვინო და ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალია და შვედეთის სამხრეთ ქალაქ მალმოსკენ ალკოჰოლის მიღებიდან 4 საათის გასვლის შემდეგ გაემგზავრა.

 


ჰაზდიალიჩის თქმით, მან იფიქრა, რომ ეს პერიოდი საკმარისი დრო იქნებოდა იმისათვის, რომ ალკოჰოლი ორგანიზმიდან გამოსულიყო.

 


რეპორტიორებთან მისი გადადგომის გადაწყვეტილების ახსნისას სოციალ-დემოკრატმა თქვა: „მე ავირჩიე ეს იმიტომ, რომ მჯერა, რაც მე ჩავიდინე, ამდენად სერიოზულია“.

 


შვედეთი ევროპის იმ რამდენიმე ქვეყნის რიგებშია, რომელსაც მძღოლებისთვის დაბალი ალკოჰოლური შეზღუდვა აქვს, წერს BBC.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი