საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეკვეთილში ფონდი ”ქართუს” მიერ მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
"მინდა, საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშივილისა და ფონდი „ქართუს" საჩუქარია საქართველოსთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მართლაც ღირშესანიშნავი პარკი, რომელიც დარწმუნებული ვარ, გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის. პარკის მშენებლობაზე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა დახარჯული. ეს არის ტურისტულ-რეკრეაციული დანიშნულების, ტურისტული ახალი მიმართულების, სადაც მინიატურულ განზომილებაშია წარმოდგენილი საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები. ამგვარი პარკები ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს არის მართლაც დიდი ფუფუნება და, სადაც არის, დიდი პოპულარობით სარგებლობს," -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფონდ ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.
"საქართველო მინიატურებში" - ქვეყნის კულტურულ-რქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეკრეაციულ პარკშია გაშენებული.
მინიატურების პარკის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში „ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია #3". კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.
პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.