შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორებს, გიორგი რომანიშვილს და ბესიკ გულოშვილს მოქალაქემ შეატყობინა, რომ თელავში, სარწყავ არხში მცირეწლოვანი და-ძმა ჩავარდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
შს სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემართნენ, სარწყავი არხის გვირაბში, დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე შეცურეს და ბავშვების გადასარჩენად, ძლიერი დინების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს.
რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე შსს-ს მაშველებიც მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორებმა და მაშველებმა არხიდან და-ძმის ამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.