საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა სულ ხნის წინათ ბათუმში აჭარის საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
"ქართული ოცნების" სახელით, საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ბათუმის 68-ე საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის ფატი ხალვაში. ხალვაში ამჟამად პარლამენტის წევრია.
ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი;
ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში, მუხრან ვახტანგაძე, სპორტის და ახლაგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ქობულეთის საარჩევნო ოლქში, კობა ნაკაიაძე;
ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში, ილია ნაკაშიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე;
ხულოს, შუახევისა და ქედის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კი "ქართული ოცნების" სახელით ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებს. იგი პარლამენტში ხულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია.
კანდიდატების წარდგენა ევროპის (ყოფილი ერას) მოედანზე გაიმართა.
„არსად ისე არ იგრძნობა ქართული სული, როგორც აქ, აჭარაში“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა კანდიდატების დასახელებამდე. მისი თქმით, ახლა თანამედროვე ქართული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, რაშიც აჭარლებმა განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანონ.
„ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც უფრო სწრაფად განვითარდება, მაგრამ არ გადაივლის საკუთარ მოქალაქეებზე“, დაამატა პრემიერ მინისტრმა, რომელმაც მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის მან აჭარაში სკოლების მშენებლობა დაასახელა. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პედაგოგების შრომა უნდა იყოს დაფასებული და აღნიშნა, რომ არ შეიძლება გამუდმებული ტესტების ჩატარება პედაგოგებისთვის.
მან ტურიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „როდესაც მე აქ ვიმყოფები, მთელი ბავშვობა თვალწინ მიდგას. მე ბავშვობას ვატარებდი ქობულეთში და ბათუმში“, - თქვა კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ აჭარა 12 თვიან კურორტად უნდა აქციოს სახელმწიფომ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა დაიწყება, ასევე განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.