გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
13-08-2016, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 


ბათუმის 68-ე ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, ”ქართული ოცნების” სახელით ვახტანგ წულაძე იბრძოლებს. ”ვახტანგ წულაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსია. ბატონ ვახტანგს აქვს აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, მისი სახით აჭარის უმაღლეს საბჭოს ეყოლება საქმის ერთგული და პროფესიონალი წევრი.

 


"ბათუმის 69-ე ოლქში ჩვენი პარტიიდან წარმოდგენილი იქნება ილია ვერძაძე, იგი გახლავთ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე. ბატონმა ილიამ ზედმიწევნით კარგად იცის აჭარის მოსახლეობის პრობლემები და, დარწმუნებული ვარ, თავის ცოდნასა და ენერგიას არ დაიშურებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.

 


"ბათუმის 70-ე ოლქში პარტია ”ქართულ ოცნებას” წარმოადგენს ბატონი ნუგზარ სურმანიძე. ბატონ ნუგზარს აქვს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მთლიანად მოახმარს ბათუმის და მთლიანად აჭარის მოსახლეობის ინტერესებს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

ქობულეთში, მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი რომანაძე იქნება.”გიორგი რომანაძე გახლავთ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი გიორგი ქობულეთელი კაცია, იყო ქობულეთის გამგებელი. კარგად იცის ყველა პრობლემა, რომელიც ქობულეთელებს აწუხებთ. დარწუნებული ვარ, იგი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ მოვალეობას ახალი მანდატით.

 

 

"ხელვაჩაურში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება მერაბ კარანაძე. იგი გახლავთ გამოცდილი ადამიანი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე. დარწმუნებული ვარ, ბატონი მერაბის სახით ხელვაჩაურელებს ეყოლებათ საიმედო წარმომადგენელი აჭარის უმაღლეს საბჭოში.

 

 

ხულოში, შუახევსა და ქედაში ”ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ხვიჩა შარაშიძე. ბატონი ხვიჩა ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. იგი წარმატებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ემსახუროს ხულოს შუახევისა და ქედის მოსახლეობას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი