ნიუ იორკში მუსლიმი სასულიერო პირი და მისი თანაშემწე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
13-08-2016, 19:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკის პოლიციის ცნობით, იმამი და კიდევ ერთი პირია მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით ქუინსის დასახლებაში. ისინი ქუჩაში ფეხით მიდიოდნენ, როცა ესროლეს და მოკლეს, წერს BBC.

 


ისინი ქუჩაში ფეხით მიდიოდნენ, როცა უკნიდან მამაკაცი მიუახლოვდა და ორივე მათგანს თავში ესროლა, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

 


55 წლის იმამი მაულამა აკონჯი ნიუ იორკში საცხოვრებლად ბანგლადეშიდან 2 წლის წინათ გადავიდა. პოლიციის თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს იმის „სიმპტომები“, რომ მამაკაცები სამიზნე თავიანთი რწმენის გამო გამხდარიყვნენ.

 


BBC-ის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა სროლების ადგილი დატოვა ოზონის პარკის მიმდებარედ, მაგრამ არავინ დაუპატიმრებიათ.

 

 

იმამი და მისი თანმხლები მეორე მამაკაცი, რომელიც 64 წლის იყო, ალ-ფურქან ჯეიმის მეჩეთიდან ახლო მანძილის სავალზე შაბათს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 13:50 საათზე მოკლეს.

 


მეორე მოკლული პრესამ მეჩეთში იმამის თანაშემწედ მოიხსენია. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.

 

 

 


მკვლელობის ადგილას ახლომდებარედ მცხოვრები მუსლიმები შეიკრიბნენ. მათი თქმით, სროლა სიძულვილის გამომხატველი დანაშაულია, თუმცა პოლიცია ამბობს, რომ ისინი კვლავ იძიებენ მოტივს.

 


„ჩვენ ნამდვილად დაუცველად ვგრძნობთ თავს ამგვარი მომენტის გამო“, განუცხადა მილატ უდინმა, რომელიც მეჩეთის ახლოს ცხოვრობს, CBS New York-ს. „ეს ნამდვილად საფრთხეს გვიქმნის ჩვენ, საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, საფრთხეს უქმნის ჩვენს მოძრაობას ჩვენს სამეზობლოში, და ჩვენ ვეძებთ სამართალს“.

 


იმამ აკონჯის მეგობრებმა მედიას განუცხადეს, რომ მან მეჩეთი ლოცვების აღვლენის შემდეგ დატოვა და ამის შემდეგ მალევე მოკლეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი