დღეს აფხაზეთში ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა.
აღნიშნულ თარიღს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუმსუბუქოს ცხოვრება დევნილებს, ვიდრე ისინი საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდებიან.
„1992 წლის 14 აგვისტო ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 24 წელი გავიდა აფხაზეთში ომის დაწყებიდან.
ეს თარიღი ყოველთვის შეგვახსენებს, რომ აღარასოდეს უნდა დავუშვათ წარსულის უმძიმესი შეცდომების გამეორება. ამ ომის მსხვერპლთა სიცოცხლეს ვერაფერი დააბრუნებს. ქედს ვიხრი საქართველოსთვის თავდადებული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.
საკუთარი სახლ-კარიდან აყრილ ჩვენს დევნილებს ვერაფერი გაუნელებს მშობლიური კერის მონატრებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყოველმხრივ შევუმსუბუქოთ ცხოვრება, ვიდრე ისინი საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდებიან.
მჯერა, რომ ამ ომით შებღალული ძმობა აუცილებლად აღდგება. ქართველებსა და აფხაზებს გვჭირდება ერთმანეთი. ქართველებს გვინდა მშვიდობა და ამაში სულ უფრო დავარწმუნებთ ჩვენს აფხაზ ძმებს. ჩვენ დავიბრუნებთ ნდობას და კვლავ ერთად გავაგრძელებთ ისტორიას, რომელსაც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები“,-აცხადებს პრემიერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.