რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ ექსპერტის მიერ რომელიმე ერთი მხარის დაკავება არ შეიძლება
16-02-2015, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მან და ამ აზრის გამზიარებელმა სხვა ექსპერტებმა მას ხოტბა უნდა შეასხან.

 

 

მე ექსპერტი ვარ და რომელიმე ერთი მხარის დაკავება არ შეიძლება. ამას ვერ ხვდებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ივანიშვილის თამადობით, - ასე ეხმაურება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტებისადმი გამოთქმულ კრიტიკას.

 


"როგორც წესი ივანიშვილი ებრძვის იმ ექსპერტებს, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ. იმ განსხვავებით, რომ თვითონ ხელისუფლება ყოველთვის მოსწონს და ამ ექსპერტებს შეიძლება, შეინიშვნები ჰქონდეთ. ეს შენიშვნებიც, რიგ შემთხვევებში, არ უნდა. მე, ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ექსპერტი ვარ ივანიშვილის ყურადღების თვალსაზრისით, პირველი წერილი რომ დაწერა, კამათი პერსონალურად ჩემთან იქიდან დაიწყო, რითაც მე მოხიბლული ვიყავი, იმიტომ რომ მეკამათებოდა იმას, რომ რომელიმე ერთი მხარე მკაფიოდ უნდა დაიკავოო. მე ექსპერტი ვარ და რომელიმე ერთი მხარის დაკავება არ შეიძლება. ამას ვერ ხვდებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ივანიშვილის თამადობით, რომ თუ გინდა შენს სიტყვას ენდონ, ცალმხრივი ეს სიტყვა არ უნდა იყოს.

 

 

მარტო "ნაციონალების" გინებით და "ოცნების" ქებით ხელისუფლების ნდობის მოპოვება შეიძლება, მაგრამ მსმენელის და მაყურებლის – ნაკლებად. ამას გრძობს ყველა ექსპერტი. ამიტომ პრინციპში, ეს პრინციპული ბრძოლაა ივანიშვილისა ექსპერტებთან. ის ვერასოდეს მიიღებს ისეთს სურათს, რომ ექსპერტმა ილაპარაკოს როგორც მეხოტბემ, მაშინ ის დაკარგავს თავის, როგორც ექსპერტის რეიტინგს. მე მეჩვენება, რომ ივანიშვილს სურს, რომ ექსპერტებმა ილაპარაკონ, როგორც მეხოტბეებმა. ამ დროს ეს ის ექსპერტები ვართ, რომლებიც დღესაც იძახიან, რომ ივანიშვილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დღეს პოლიტიკურ სივრცეში, შესანარჩუნებელი ფიგურა. თუ რამე შეცდომა მოსდის "ქართულ ოცნებას", ისევ ივანიშვილის გამოსასწორებელია და ამ პროცესს უკვე ვხედავთ. ოღონდ თქვას იმ კაცმა, რომ ეს შეცდომა იყო, ეს მხოლოდ მოუხდება ნებისმიერ პოლიტიკოსს. თუ გრძნობ, რომ გაკრიტიკებენ, ყოველთვის სასურველია, რომ ამ კრიტიკას დაასწრო და შენივე რეცეპტი თქვა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ იმის მუქარა, რომ გავარკვევთ, ვინ არიან _ ვინცა ვართ, აგერ ვართ და ყოველთვის ღია ვართ ის ექსპერტები, რომლებიც ამ შემთხვევაში, იგულისხმება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი