შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ სალეზში, მამაკაცმა მატარებლის ვაგონში ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი მგზავრებს დანით თავს დაესხა.
თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დამწვრობითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულებს შორის 6 წლის ბავშვი და ორი 17 წლის მოზარდია. მძიმე დამწვრობა აქვს თავად დამნაშავესაც.
დაკავებულია 27 წლის შვეიცარიელი.
მან ჯერ საწვავი ნივთიერებას წაუკიდა ცეცხლი, შემდეგ კი მატარებლის მგზავრებზე თავდასხმა განახორციელა.
დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.