საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამა არ გაეშვა.
ამის შესახებ მან საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც საარჩევნო რეკლამის შინაარსობრივ ნაწილში ჩაერეოდა.
„ვიზიარებთ იმ შეშფოთებას და მდგომარეობას, რომელიც აქვს საზოგადოებას გასულ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით. მინდა პირველ რიგში განვმარტო ის ნაწილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში. კანონმდებლობა ამას ცალსახად გვავალდებულებს, შესაბამისად რეკლამა განთავსდა ეთერში“, - აღნიშნა გვიმრაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და თანამშრომლები ემიჯნებიან იმ შინაარსს, რომელიც არის აღნიშნულ პოლიტიკურ რეკლამაში.
გვიმრაძე ასევე ამბობს, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუშლის ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირებას.
„ასევე მინდა ხაზი გავუსვა სამართლებრივ სისუსტეს, რომელმაც აღნიშნული პოლიტიკური რეკლამა გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. აქედან გამომდინარე, მსურს მოვუწოდო შესაბამის ორგანოებს, რომ ვისაც ხელეწიფებათ, გამოასწორონ ეს ხარვეზი. სამწუხაროა, ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი იმისა, რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება“, - განაცხადა გვიმრაძემ.
პარტია „ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდებიან.
"რუსული პენსია ყველა პენსიონერს - 400 ლარი... მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს... დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს... ჩვენ დავიცავთ საქართველოს",- ნათქვამია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.