თბილისის მერი დავით ნარმანია და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მერიის ცნობით, სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი, რის შემდეგაც დაიდგმება სკამები და ინვენტარი. სკვერი ლითონის დეკორატიული ღობით შემოიღობება. პატარებისთვის კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.
დედაქალაქის მერის თქმით, სკვერის კეთილმოწყობა დაპირებისამებრ ხორციელდება და მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
„გარდა სკვერისა, მაზნიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კი, მოვაწესრიგეთ შიდა ეზოები. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა მათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
უწყების ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში წელს კიდევ 4 ახალი სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება.
„გარდა ამისა, რაიონში ასევე მიმდინარეობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებაც. ამ დროისთვის უკვე დასრულდა წინამძღვრიშვილის N50 საცხოვრებელი სახლის გამაგრება. აღნიშნულ მისამართზე, ეზოში ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, მოწესრიგდა წყალ-კანალიზაციის სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი“,-აცხადებენ მერიაში.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ტაო“ აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.