„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ბათუმის №69 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მმართველი პარტია აჭარაში საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი მაჟორიტარი უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, არც ერთი კანდიდატი ადგილობრივი და რეგიონული პარტიული ორგანიზაციიდან და „ოცნებური“ პოლიტიკური წარსულით, არ დაუყენებია.
აღნიშნულით სამნიძე აჭარაში „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ეხმაურება.
„აჭარამ დიდი ხანია გაიარა ნათესავ-ნაცნობებზე აგებული პოლიტიკა და ფასადური ცვლილებები პოლიტიკურ პოზიციებზე. აჭარაში ოთხწლიანი მმართველობის ბოლოს წინასაარჩევნოდ შეცვლილი მთავრობის თავმჯდომარე და ივანიშვილის ლიდერობის იმედად წარდგენილი პოლიტიკურად გამოუცდელი მაჟორიტარობის კანდიდატები წარმატებას ვერ მოიტანს. გამოწვევა მიღებულია! ჩვენთვის, „რესპუბლიკელებისთვის“ აჭარაში ორივე - საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს - არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტრისტან ჯინჭარაძე, ეროვნული კომიტეტის წევრი გიორგი მასალკინი – ჩვენი წარსულით, პოლიტიკური გამოცდილებით ამ გამოწვევისთვის მზად ვართ! არ შეიძლება პოლიტიკურ ორგანოებში პოლიტიკის გარეშე. კიდევ კარგი, ბოლოს ერთი ქალი მაინც წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად „ოცნებამ“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ აჭარის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში - ვახტანგ წულაძე; ბათუმის 69-ე ოლქში -ილია ვერძაძე; ბათუმის 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე; ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე; ხელვაჩაურში - მერაბ კარანაძე; ხულოში, შუახევსა და ქედაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.