საქართველოში უკრაინის ელჩის, ვასილ ციბენკოს განცხადებით, უკრაინას როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს იმოქმედოს თავისი ეროვნული ინტერესებით და შესაბამისი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. უკრაინის პრეზიდენტი კი მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნით უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
.
როგორც ელჩმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, საუბარი შეეხო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უშტატო მრჩევლად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.
"იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ. ბოლოსდაბოლოს, ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. მეორეა ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნით უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდა. მან გაითვალისწინა საქართველოს ექსპრეზიდენტის დიდი გამოცდილება, საქართველოს რეფორმირების კუთხით, არმიის მოდერნიზაციის კუთხით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული და ეს არ არის დაბრკოლება მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა ციბენკომ.
ამასთან, უკრაინის ელჩის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება და მასზე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი ვრცელდება.
"ის თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში. ესწრება სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ღონისძიებებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეხება ქართული მხარის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, უკრიანული მხარე ამას ყურადღებით სწავლობს. ამავდროულად, დღესვე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი განწყობილია კონსტრუქციულ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობასთან და პრეზიდენტთან", - განაცხადა ელჩმა.
ელჩის თქმით, შეხვედრა, როგორც ყოველთვის, კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩატარდა და ყველა საკითხი მშვიდ, საქმიან, კონსტრუქციულ ვითარებაში განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.