საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“გაუქმების თაობაზე მიმართავს.
ამის შესახებ ვოლსკი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია, ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას“, - აცხადებს ვოლსკი.
პარტია „ცენტრისტების“ უფასო საარჩევნო რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა. პარტია ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდება.
„რუსული პენსია ყველა პენსიონერს - 400 ლარი... მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს... დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს... ჩვენ დავიცავთ საქართველოს",- ნათქვამია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამა არ გაეშვა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც საარჩევნო რეკლამის შინაარსობრივ ნაწილში ჩაერეოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.