საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში ბაზალეთის საზაფხულო სკოლას ეწვია და პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო.
გიორგი მარგველაშვილმა კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდებისგან ინფორმაცია მოისმინა საზაფხულო სკოლის აქტივობებს შესახებ. სტუდენტებმა პრეზიდენტს მცხეთაში გასვლითი ღონისძიებებისას, ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრების დროს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.
ქვეყნის პირველი პირი კონკრეტული მაგალითებით და შემთხვევებით დაინტერესდა, რომლის თაობაზეც პრეზიდენტსა და სტუდენტებს შორის დისკუსია გაიმართა.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოდელირებული საარჩევნო კამპანია და არჩევნები გამართეს, სადაც სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა, როგორც უბანზე მისულმა პირველმა ამომრჩეველმა.
ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლები ბაზალეთზე, ქობულეთსა და ბაკურიანში გაიხსნა, და ის საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქს მოიცავს. პროექტი 10 სექტემბერს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.