გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რაჭის განყოფილებას ახალი შენობა ექნება
14-08-2016, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილებას ახალი შენობა ექნება.

 

 

ქალაქ ამბროლაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა.

 

 

მშენებლობის დასრულების შემდეგ რაჭის განყოფილებაში დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების და ინსპექტირების სამსახურები განთავსდება.

 

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამასთან, მშენებლობის დაჩქარებულ ვადებში განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე, დეპარტამენტს უფლება მიეცა შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით. ეს ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან გამარჯვებულს დეპარტამენტი დაჩქარებულ ვადებში შეარჩევს და მშენებლობის დაწყების პროცესი არ გაჭიანურდება.

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგიონული სამმართველოებისათვის ახალი ოფისების მშენებლობა/რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. ექსპულატაციაში უკვე შევიდა შიდა ქართლისა და გურიის რეგიონული სამმართველოების განახლებული შენობები. მიმდინარე წელს დაიწყება ახალი შენობების მშენებლობა ბათუმსა და ახალციხეშიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი