„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს მთავარი ამოცანაა კონფლიქტის განუახლებლობა.
აღნიშნულით ალასანია აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წლისთავს ეხმაურება.
მისი თქმით, 14 აგვისტო ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია.
„1992 წელს დაწყებული ომი, რომელმაც 13 თვეს გასტანა, საქართველო და აფხაზეთი 24-წლით ჩამოაშორა ერთმანეთს. დღეს მთავარი ამოცანაა კონფლიქტის განუახლებლობა. უნდა დავიწყოთ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენისთვის დაუღალავი შრომა. უნდა განახლდეს შეხვედრები, სადაც პოლიტიკური საკითხები კი არ განიხილება, არამედ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავებთ ერთობლივ სავაჭრო-ეკონომიკურ-საკომუნიკაციო და ჰუმანიტარული სახის პროექტებზე“,-განაცხადა მან.
ირაკლი ალასანიამ ასევე, აღნიშნა, რომ მთავარია, როგორმე ადამიანურ დონეზე აღდგეს ურთიერთობები.
„უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის პირადი კონტაქტი, რაც აფხაზებთან თუ ოსებთან რიგით მოქალაქეებს გაგვაჩნია. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვაკვირდებით მოვლენებს და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება არანაირ აქტს, რომელსაც მიიღებს არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი, ჩვენთვის არ აქვს. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია ისევე, როგორც ცხინვალი. განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ქართველებს და ზოგადად, ჩვენს მოქალაქეებს - მომავლის რწმენა, ისტორიული მრავალათასწლოვანი გამოცდილება გვეუბნება იმას, რომ ჩვენ აუცილებლად ფეხზე დავდგებით და ჩვენი ტერიტორიის სხეულს გავამთლიანებთ. ეს გარდაუვალია, მაგრამ ამას ბუნებრივია, უდიდესი სიმტკიცე სჭირდება, რის მაგალითსაც ამ კედელზე ჩვენი გმირების გვარები კიდევ ერთხელ გვახსენებენ“, - აცხადებს „თავისუფალი დემორკატების“ ლიდერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.