აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 24 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ლევან იზორიამ დაღუპული მებრძოლებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„პატივს მივაგებ აფხაზეთში დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს. მათ, მართლაც, წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. დაგვიტოვეს, ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმისა, რომ ვუერთგულოთ იმ საპატიო საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. ჩვენ ერთად უნდა ვუერთგულოთ ამ საქმეს!“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
დაღუპული მებრძოლები, მშობლებთან ერთად, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმაც გაიხსენეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, პირველად, სწორედ, 24 წლის წინ, 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა; 1993 წლის 27 სექტემბერს კი, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი, დევნილად იქცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.