გიგა ბოკერია: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად უფსკრულისკენ მივექანებით
16-02-2015, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად უფსკრულისკენ მივექანებით, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.

 


"ივანიშვილმა, წინა გამოსვლაში ლართან დაკავშირებით, შეურაცხყოფის საკუთარი რეკორდები მოხსნა, როდესაც ხალხს დააბრალა ეკონომიკური პრობლემები და არა საკუთარ გუნდს. ახლა თითქოს შეეცადა, რომ რაღაცნაირად ეს შეეკოწიწებინა, მაგრამ ისევ მრავალი სისულელე თქვა. ერთადერთი, რაც მან აღიარა, ვიზებზე შეცდომა მოგვივიდაო. ამ საკითხზე ჩვენ მათ თვეების წინ ვაფრთხილებდით. ახლაც ვეუბნებით, რომ საზოგადოებას ჩვენი გეგმა წარვუგდინეთ, რომლის ნაწილია სავიზო რეჟიმის აღდგენა, მათ შორის ევროკავშირის და შტატების მოქალაქეებთან და ასევე ამ გეგმის ნაწილია უსწრაფესად გადასახადების დაწევა; საშემოსავლოსი, რომელიც ხალხს ტვირთს შეუმსუბუქებს, დღგ-სი, რომელიც მეწარმეებს შეუმსუბუქებს ტვირთს და აქციზის, რომელიც მთლიანად ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად. ამის გარეშე, ჩვენ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად მივექანებით უფსკრულისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი