საქალაქო სასამართლო: პარტია „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია არ გაუუქმდება
14-08-2016, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი, მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიმართ.

 

 

საქმეში მესამე პირად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იყო ჩართული.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, მხარეთა შორის დავის საგანს საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა.

 

 

მოსარჩელემ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიერ შემუშავებულ შეთავაზებაში ამომრჩევლების მიმართ, აღნიშნულია პუნქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება იღებს ვალდებულებას, რომ 50 დღეში, ყველა პენსიონერი ვინც გამოთქვამს სურვილს დ გაივლის რეგისტრაციას პარტიაში, მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც საშუალოდ არის 400 ლარი.  აღნიშნული შეთავაზება გაჟღერდა სატელევიზიო ეთერითაც. მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი შეთავაზება წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, რის გამოც მას უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია.

 

 

მოპასუხე მხარემ, თავის მხრივ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარცელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის შეთავაზება ეხება სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმს, რომლის ფორმას მხოლოდ სახელმწიფო განსაზღვრავს, შესაბამისად მისი უზრუნველყოფა მხოლოდ იმ პოლიტიკური გაერთიანების კომპეტენცია იქნება, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს და ამ გზით მოიპოვებს პოლიტიკურ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ გათვალისწინებული, დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა, იმავე კანონის მიხედვით არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ხსენებული აკრძალვის ზღვარი კანონმდებელმა დაადგინა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ამომრჩეველთა ხმების, ფულადი სახსრების სანაცვლოდ მიღებასა და სახელმწიფოს პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას შორის, რომლის მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს არ შეექმნათ დაბრკოლება წარუდგინონ ამომრჩევებს საკუთარი ხედვა და პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო მისაღებია თუ არა შეთვაზება, ამას ამომრჩეველი განსაზრღვრავს კენჭისყრის დროს.

 

 

აღნიშნული გადაყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან  2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში“,-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი