გიორგი მარგველაშვილი: კონფლიქტების მოგვარება კვლავ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება
14-08-2016, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონფლიქტების მოგვარება კვლავ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.

 

 

მისი თქმით, ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის, ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით და ქვეყნის საერთო განვითარებითაა შესაძლებელი.

 

 

აღნიშნული განცხადებით გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ომის 24 წლისთავს ეხმაურება. 

 

 

„დღეს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენის - აფხაზეთის ომის 24 წლისთავია. ამ სისხლიანმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

დღეს, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. ძმათა შორის ომმა ასეულობით ათასი ადამიანი აქცია ლტოლვილად საკუთარ სამშობლოში.

 

 

კონფლიქტების მოგვარება კვლავ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის, ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით და ქვეყნის საერთო განვითარებითაა შესაძლებელი.

 

 

ღრმად მწამს, რომ შორს არაა დღე, როცა ჩვენ ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას, სადაც მისი ყველა მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობა და პოლიტიკურ უფლებათა ხელშეუხებლობა, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაღრმავება ყველა ჩვენგანის საერთო საქმე იქნება“,-აცხადებს პრეზიდენტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი