გადაუღებელ წვიმას და ზღვის სანაპიროზე 5 ბალზე მეტი სიმძლავრის შტორმს ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი, მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ტექნიკური ჯგუფები. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ზედა დაგვას ცენტრალურ გზაზე. გზა ჩახერგილი არ არის. ბოლო მონაცემებით მეწყერული პროცესები 3 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ განვითარდა. ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ. სინოპტიკოსთა პროგნოზით დღეიდან შტორმი შესუსტებდა და წვიმაც გადაიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.