სენაკის მუნიციპალიტეტს თეკლათის თემში ახალი, აგურით ნაგები წმინდა ბარბარეს სახელობის ბაზილიკური ეკლესია შეემატა.
აღსანიშნავია, რომ ადრე აქვე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი იდგა, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაინგრა. ამ ტაძრის აგებით კი ისტორიული სამართლიანობა აღდგა. ეკლესია აკურთხა და ლიტურგია აღავლინა სენაკის, ჩხოროწყუსა და ავსტრალიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
ტაძრის კურთხევას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.