თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა გაიხსნა
15-08-2016, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა.

 

 

ესტაკადის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

 

 

როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი ესტაკადა ძველი ქალაქის სტილშია, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგა და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება.

 

 

„ძალიან ბევრ ქალაქში ვერ ნახავთ იმას, რაც შეგიძლიათ აქ ნახოთ, ერთი მხრივ, შეუფერხებელი მოძრაობა, მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მემკვიდრეობის ნაწილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მშენებელ კომპანიას, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუშკინის ქუჩაზე ცხოვრობენ და გაგებით მოეკიდნენ იმ ხმაურს, რაც ესტაკადის მშენებლობამ გამოიწვია.

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ესტაკადა იქნება შეღავათი მოსახლეობისთვის. მისივე თქმით, გაადვილდება მოძრაობა, იქნება საწვავის ეკონომია.

 

 

ესტაკადის იდეის ავტორის, თამაზ შილაგაძის თქმით კი მისთვის ყველაზე რთული იყო, რომ ქალაქის იერსახე შენარჩუნებულიყო და მნიშვნელოვანია, რომ პუშკინის ქუჩამ არ დაკარგა ძველი იერსახე.

 

 

სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია CRP-მ განახორციელა და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 400 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციითაა ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია.

 

 

მერის ცნობით, ესტაკადა საცობისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი