საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონის მცხოვრებთათვის ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს, თითოეულ თქვენგანს და როდის გავაგრძელებთ თქვენთან ერთად დიდ აღმშენებლობას, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
”საყვარელო კახელებო, ჩემო კარის მეზობლებო. კახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონი თავისი განსაკუთრებული საზოგადოებით. ჩვენ ვაქციეთ კახეთი ტურიზმის ცენტრად - რამდენი ახალი ადგილი აშენდა და ეს ყველაფერი თქვენი მეშვეობით, თქვენი ხელშეწყობით, თქვენი მონაწილეობით გაკეთდა, სხვანაირად ამას ვერ გავაკეთებდით. ჩვენ ძალიან დაგვარტყა რუსეთის ემბარგომ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პატარა ვენახის შეძენა ყვარელში იმიტომ, რომ ჩამეყვანა მთელი მსოფლიოდან პრეზიდენტები, პრემიერები, ტელევიზიები და გამეკეთებინა რეკლამა ჩვენი ღვინისთვის, ჩვენი სამზარეულოსთვის, ჩვენი ადგილებისთვის და მე მგონი, თქვენთან ერთად გამოგვივიდა ეს. დღეს ქართული ღვინო გადის მთელ მსოფლიოში.
რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემა - სიღნაღში უფრო ნაკლები ტურისტი ჩადის იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეს ხომ არასწორია?! ეს ნიშნავს, რომ ხელი მოაკლეს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა. ხალხს აქვს სხვა პრობლემებიც, სოციალური გაჭირვება, ბევრგან წყალი არ მიიყვანეს, ბევრგან გზა არის მისაყვანი არ ეშველა აქამდე - ამასაც გავაკეთებთ და რაც მთავარია, ხალხს არ უნდა ჰქონდეს პროდუქციის გასაღების პრობლემა. არ უნდა იყოთ დამოკიდებული სეზონურ ფლუქტუაციებზე, ფასების რყევაზე და ბანკის პროცენტის გასტუმრებაზე. იმდენი შემოსავალი უნდა გქონდეთ, ისეთი წესები უნდა იყოს, რომ ვერც ერთ თქვენგანს ამან პრობლემები არ შეუქმნას. თქვენ ხომ ცხოვრობთ პოტენციურად ძალიან მდიდარ რეგიონში. სიტყვა გაჭირვება ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაგვრჩეს წარსულში და ყველანი ბევრად უფრო დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ საკუთარ მომავალში.... ეს იყო ჩემი საუბარი თქვენთან "ფეისბუქით". მინდა შენიშვნები გამოთქვათ, მოსაზრებები და ყველაფერს გავეცნობი გულისყურით. ყველაფერს შევეცდები ვუპასუხო ჯერჯერობით ამ სივრცეში. ხოლო ოქტომბრის შემდეგ, გნახავთ, აუცილებლად მოვალ ძალიან ბევრ ოჯახში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დიალოგს, ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს ერთობლივ შრომას საქართველოს მომავლისთვის. ”, - აღნიშნავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.