აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ასტარას საბაჟო დეპარტამენტმა, ირანიდან აზერბაიჯანში 141 კილოგრამზე მეტი კონტრაბანდული ჰეროინის შეტანა აღკვეთა.
apa.az-ის ცნობით, აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს მოხდა.
აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ის სატვირთო ავტომანქანა დააკავეს, რომელსაც ტაჯიკი მოქალაქე მოჰამედემინ საბიროვიჩი მართავდა. მანქანაში რამდენიმე ადგილას, სპეციალურ სამალავებში ჰეროინი იყო მოთავსებული.
დაკითხვისას, საბიროვიჩმა განაცხადა, რომ მას განზრახული ჰქონდა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გადასვლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.