წინასწარი გამოძიებით ნიუ იორკის ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტის ტერმინალში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სამხილი არ არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვირას იქ სროლები ისმოდა, – განაცხადა აეროპორტის ოპერატორმა.
"ტერმინალიდან ევაკუაცია სიფრთხილიდან გამომდინარე განხორციელდა", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. "მგზავრებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთ გადამყვანებს".
სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ასეულობით ადამიანის ნაკადი როგორ ბრუნდება უკან მე–8 ტერმინალიდან, რომელსაც "ეარ ბერლინი", "ალასკას ავიახაზები", "ამერიკის ავიახაზები", "ფინეარი" და სხვა გადამყვანები იყენებდნენ.
"როიტერსის" ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტილი იყო და პოლიცია საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.