სერგი კაპანაძე: დღევანდელი ხელისუფლება დიდწილად უმადლის ბატონ ბედუკაძეს, რომ მოიგეს 2012 წლის არჩევნები
15-08-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია უახლოეს პერიოდში პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

 

 

კაპანაძე ”ცენტრისტების” საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გასულ კლიპს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის კლიპის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას.

 

 

კაპანაძემ პარტიის კლიპთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას სწორი უწოდა.

 

 

"დღევანდელი ხელისუფლება დიდწილად უმადლის ბატონ ბედუკაძეს, რომ მოიგეს 2012 წლის არჩევნები. ამის მერე მათ ბედუკაძე აქციეს პრაქტიკულად გმირად. ის არამარტო გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის წამება და სასტიკი მოპყრობა, არამედ ამის მერე ყველანაირ პატივში ჰყავთ. მას ჰყავს სახელმწიფო დაცვა. ის არის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი. მან ყველანაირი შეზღუდვის გარეშე მოახერხა ის, რომ ეს პარტია - „ცენტრისტები“ გახდა საყოველთაო საუბრის საგანი მეორე, ანალოგიურად ოდიოზურ ინდივიდ ბატონ ხაჩიშვილთან ერთად”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

მისივე თქმით, დიდი ალბათობით ბედუკაძე დღესაც ფინანსდება ხელისუფლების მხრიდან.

 

 

”გუშინდელი მისი აღიარება არის ყველაფრის დამაგვირგვინებელი, როდესაც თავად განაცხადა, რომ ბატონი ივანიშვილი არის ერთადერთი, რომელსაც ის უსმენს”, - აღნიშნა კაპანაძემ.

 

 

„მინდა გავაფრთხილო „რესპუბლიკური პარტია“, მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები - ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო!" - ასე უპასუხა პარტია „ცენტრისტების“ წარმომადგენელმა, ლადო ბედუკაძემ „TV პირველის“ ეთერში იმ კრიტიკას, რომელიც პარტიის საარჩევნო რეკლამას მოჰყვა.    

 

 

„თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი ვის შეხედულებას, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე დავეკითხები, ეს იქნება უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია მეორე, დანარჩენი არარაობები ხართ, ჩარეცხილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ!“, - განაცხადა ბედუკაძემ.    

 

 

პარტია „ცენტრისტები“ ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდება.          

 

 

„რუსული პენსია ყველა პენსიონერს - 400 ლარი... მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს... დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს... ჩვენ დავიცავთ საქართველოს",- ნათქვამია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამაში.    

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ გაუქმების თაობაზე მიმართავს.     

 

 

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ კი კოლეგა პარლამენტარებს მოუწოდა, პარტია „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი