სირია-თურქეთის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ატმეჰის სიახლოვეს, ერთ-ერთ ავტობუსში თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
დაშავებულებს შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ავტობუსს სირიის სამოქალაქო ომის მებრძოლები გადაჰყავდა.
სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს დამწვარი ავტობუსის ნარჩენები და ასევე ექიმები, რომლებიც დახმარებას უწევენ დაჭრილებს, თუმცა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება შემოწმება იმისა, რომ ეს ფოტოები ნამდვილია.
„როიტერსის“ ინფორმაციითვე, ატმეჰი სირიის იდლიბის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც არის მთავარი ბასტიონი თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მმართველობის წინააღმდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.