თურქეთის საგარეო მინისტრი: მოგვეცით ოქტომბერში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა, თორემ მიგრანტების შეთანხმებას მივატოვებთ
15-08-2016, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირმა უნდა მისცეს თურქებს ოქტემბერში უვიზო მიმოსვლა, თორემ მიგრანტების შესახებ მიღწეული შეთანხმება, რომელიც ევროპაში არალეგალი მიგრანტების შედინებას აღკვეთს, შესაძლოა განზე იყოს გადადებული, განუცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გაზეთს.

 

 

"ბილდის" ორშაბათის გამოცემას შეკითხვაზე, დაიწყებს თუ არა გადინებას თურქეთში მყოფი ასეულობით ათასი ლტოლვილი ევროპაში, თუკი ევროკავშირი ოქტომბერში არ მიანიჭებს ქვეყანას უვიზო მიმოსვლას, ჩავუშოღლუმ უპასუხა: "მე არ მინდა ვისაუბრო ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაზე – ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენ ან გამოვიყენებთ ყველა ხელშეკრულებას ერთსა და იმავე დროს ან ჩვენ გადავდებთ ყველა მათგანს გვერდზე".

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ევროპელი ლიდერები ამგვარ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანკარამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ მასობრივი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა.

 


როგორც შტაინმაიერმა გამოცემა "ბილდს" განუცხადა, თურქებისთვის ევროკავშირის ბლოკში უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება განხილული, რაც "ასოცირებული პირობები დაკმაყოფილდება, ამჟამად კი ეს საკითხი არ განიხილება".

 

 

მარტში თუქეთმა და ევროკავშირმა დადეს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ანკარა ევროპაში დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლას ალაგმავდა. გეგმის თანახმად, თურქეთი დათანხმდა საბერძნეთში ჩასული იმ სირიელი მიგრანტების უკან დაბრუნებას, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამის სანაცვლოდ კი, ანკარას დაჰპირდნენ ფინანსურ კომპენსაციას, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაჩქარებულ მოლაპარაკებებს, და უვიზო რეჟიმის დაწესებას.

 

 

თურქეთმა შეთანხმების თანახმად, 72–პუნქტიანი პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის ანტი–ტერორისტული კანონების რეფორმები, რომელიც ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენიციის დარღვევად არის მიჩნეული. ევროპელი ლიდერები ასევე შეწუხებულნი არიან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების მასშტაბებით – წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეჭვმიტანილი დისიდენტების დაპატიმრებებით. როგორც "დოიჩე ველე" წერს, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მასობრივი წმენდისას, სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან დაახლოებით 19 000 ადამიანი დააპატიმრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი