გუდაური-კობისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვებია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები დაწესდა გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კილომეტრზე, სოფელ ლაჰამულასთან კი ადგილი ჰქონდა ინტესიურ ქვის ცვენას, რის გამოც წუხელ გზა მთელი ღამის განმავლობაში იყო გადაკეტილი. დღეს კი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.