"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისის მცხოვრებლებისთვის მიმართვას ავრცელებს.
სამწუხაროდ, ბოლო 4 წელი ქუთაისისთვის განვითარების შეჩერების და უკუსვლის პერიოდია. რაც ნათლად დაეტყო ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობასაც, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც გიგი წერეთლის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქის განვითარებასა და იმ იდეაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც "ქუთაისი ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ცენტრად და საპარლამენტო დედაქალაქად უნდა იქცეს".
"ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ბევრმა თვენგანმა იცის,რომ მივიღე გადაწყვეტილება კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად ქალაქ ქუთაისში. მე უკვე ქუთაისში ვარ რამდენიმე დღეა და ვხვდები ჩემი საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა გულთბილი მიღებისათვის.
ნამდვილად დიდი პატივია არჩეული ვიყო ქუთაისში, ამ ისტორიულ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან ქალაქში, რომელსაც დღეს ნამდვილად სჭირდება დიდი მხარდაჭერაც და თავად ქუთაისის საზოგადოების გაერთიანებაც უკეთესი მომავლისათვის.
ბოლო ოთხი წელი პრაქტიკულად ქუთაისში ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის სხვადასხვა თაობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქუთაისთან. წერეთლების გვარის წარმომადგენელებს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს და კონკრეტულად ქუთაისის პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სულიერი განვითარების საკითხში. ასე რომ, ბევრი მიზეზი მაქვს, რატომ შეიძლება მიმეღო ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მაკავშირებს ქუთაისთან ბოლო წლებში, ეს არის იდეა ქუთაისის უმნიშვნელოვანეს, ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ცენტრად და საპარლამენტო დედაქალაქად ქცევისა. მე ვიყავი სწორედ იმ რამდენიმე ინიციატორს და თანამოაზრეს შორის, რომელიც ამ პროექტს უჭერდა მხარს, რაც დარჩა არამხოლოდ ფიქრად, არამედ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აქტიურად და სწრაფად განვითარდა კიდეც.
ქუთაისის პარლამენტის შენობა, რამოდენიმე სამთავრობო დაწესებულება, ბაგრატის აღდგენილი ტაძარი, ოპერის შენობა, რეაბილიტირებული ქალაქის ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა... სწორედ ამ მიზნით ხდებოდა დიდი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ქუთაისის რეალურ საპარლამენტო დედაქალაქად ჩამოყალიბება ნიშნავს კეთილდღეობას ქუთაისისთვის და არამარტო ქუთაისისთვის. ეს ნიშნავს მსოფლიოს ინტერესს, ნიშნავს მეტ ინვესტიციას, უკეთეს ინფრასტრუქტურას, უფრო თანამედროვე საგანმანათლებლო თუ სამედიცინო ცენტრებს, სპორტულ კომპლექსებს, ახალ კომპანიებს, მეტ სამუშაო ადგილს ყველა თაობის ადამიანისათვის და რაც მთავარია, მეტ შემოსავალს თითოეული ოჯახისათვის. სწორედ ამ იდეებით და გეგმებით, გამოცდილებით და ჩვენი გუნდის თანადგომით მინდა მოვიპოვო ქუთაისელების მხარდაჭერა.
სიმბოლურია, რომ კენჭს ვიყრი ქუთაისის 49-ე ოლქში (ავტოქარხანა, ვაკისუბანი, სულხან-საბა). ეს ქუთაისის ინდუსტრიული უბანი იყო, სადაც უზარმაზარი ავტოსაწარმო ფუნქციონირებდა, სწორედ ამ ‘ავტოქარხნით ‘ იყო ქუთაისი ცნობილი, თუმცა დღეს, სრულიად სხვა ვითარებაა, ასეთი დიდი საწარმოები ქუთაისში აღარ არის და ქალაქის პერსპექტივა სწორედ ახალ სტატუსს უკავშირდება. დღეს ეს უკვე „ საპარლამენტო“ ოლქია...
სამწუხაროდ, ბოლო 4 წელი ქუთაისისთვის განვითარების შეჩერების და უკუსვლის პერიოდია. რაც ნათლად დაეტყო ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობასაც. დარწმუნებული ვარ , აქ ძალიან კარგად ესმით, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ხალხს ქუთაისის მთავარ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებამ და ამ მშვენიერი ქალაქის გონიერ მოქალაქეებს ამის დიდი სურვილიც აქვთ. სწორედ ამ იმედით ვებმები პოლიტიკურ ბრძოლაში, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით ქუთაისის წინსვლისთვის!", - აღნიშნულია გიგი წერეთლის მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.