ვახტანგ ყოლბაია: მშვიდობის ხელი გავუწოდეთ აფხაზ და ოს ძმებს - ყველამ ერთად უნდა ვძლიოთ წარსულს ჩვენი საერთო მომავლის სასარგებლოდ
15-08-2016, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შევძელით ომის შეკავება, თუმცა, ძალიან მოწადინებული ვიყავით, რომ ეს არ მომხდარიყო, - აღნიშნული განცხადება აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ სამხრეთ კორეის სამშვიდობო ორგანიზაციის (HWPL) წარმომადგენელთან, კაილა ჩანგთან ინტერვიუში გააკეთა.

 


კითხვაზე, როგორ აღიქვამთ დღეს, ამდენი წლის შემდეგ ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღეს, 14 აგვისტოს, როგორი იყო მისი შედეგები, ყოლბაიამ უპასუხა:

 

 

"ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს ამ თემაზე საუბარი. ეს ძალიან დიდი და მასშტაბური თემაა, რომლის კვლევა და ანალიზი კიდევ მრავალ წელს გასტანს. ჩვენი კონფლიქტი საბედისწერო შეცდომა გახლდათ ორივე მხრიდან. საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ თარიღადაა მიჩნეული".

 

 

"ძალადობა, სიდუხჭირე, დამცირება, უსამართლობა, მშობლიური სახლ-კარიდან აყრა, დევნილობაში ცხოვრება და მრავალი სხვა. 1992-93 წლის აფხაზეთის ომმა ორივე მხარეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2008 წლის რამდენიმე დღიანი ომის შედეგად კი ჩვენი იურისდიქცია სამაჩაბლოშიც შეწყდა. ერთ პატარა ქვეყანაში ორი კონფლიქტის კერა, დამეთანხმებით, დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. კონფლიქტები რთული სტრუქტურით გამოირჩევა და მასთან გამკლავება ახალ რეალობაში ერთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რთული და დაუძლეველი ამოცანაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებული ტერიტორიები დე იურედ არ აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ეგრეთწოდებული სახელმწიფოები უკანონო წარმონაქმნად ითვლება. ეს დიდი სტიმული და მხარდაჭერაა ჩვენთვის. ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაბრუნების სამომავლო იმედი და ხვალინდელი დღეა", - აცხადებს ყოლბაია.

 


მან ინტერვიუში კონფლიქტის არსებობის პირობებში, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკას "ალტერნატივა არ აქცევს".

 

 

"ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა დავანახოთ ის სიკეთე, რასაც ერთიან ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრება მოგვიტანს. მოლაპარაკება, შერიგება, ნდობის აღდგენა, ერთად ცხოვრება, საერთო ჭირ-ვარამის განცდა და სიხარულის გაზიარება. ეს მხოლოდ მშვიდობიან, სტაბილურ გარემოშია შესაძლებელი. ამიტომაც ჩვენ არ ვიღლებით და არც დავიღლებით მშვიდობიან გზებზე სიარულით.

 

 

ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისა და ოსებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერ წაშლის ვერც წლები და ვერც საუკუნეები. მოგეხსენებათ, ომს გამარჯვებულები არა ჰყავს. ყველა მხარე დამარცხებულია. ამ ომში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა აფხაზების მხრიდან. ისეთი პატარა ერისთვის, როგორც აფხაზებია, ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია. ფაქტობრივად, განადგურდა ერის საუკეთესო წარმომადგენლობა, რამაც აფხაზთა გენოფონდს უდიდესი ზიანი მიაყენა. არასახარბიელო მდგომარეობაა ქართველების და ოსების მხარესაც. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ. ომი ძალიან რთული მოვლენაა, თავისი შინაარსით-ეს ძალადობის აქტია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს ერთნაირად აზიანებს, ეს ეხება პოლიტიკას, იდეოლოგიას, სამართალს, მორალს, და რაღა თქმა უნდა, ეკონომიკას.

 

 

რთულია პატარა ქვეყნისთვის ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკურ ზარალთან გამკლავება. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით და მხარდაჭერით ბევრი სირთულე დაიძლია. დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი და სტაბილური გარემო შეძლებს უმუშევრობის დონის მკვეთრად შემცირებას, დევნილებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ხელფასების ზრდას, ინვესტიციების მოზიდავას, ახალ საწარმოებში ხალხის დასაქმებას, კერძო ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას, ახლგაზრდობისთვის განათლების სისტემის უკეთ მოწყობას. სტაბილურობა ქმნის ცვლილებებისთვის შესაფერის გარემოს, რაც სერიოზული მოტივაციაა ქვეყნის მოსახლეობისთვის იმედის თვალით შეხედოს საკუთარ მომავალს. ეს წინაპირობა კი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საწინდარი გახლავთ.

 

 

დღეს ჩვენ, ომგამოვლილმა ქვეყანამ ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომაც მხარს ვუჭერთ თქვენი ორგანიზციის ძალისხმევას მშვიდობისათვის ბრძოლაში. ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც გამოიარა ომის საშინელება, მოწადინებულია, თავისი შესაძლებლობები მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობას მოახმაროს. საქართველო უნდა იგულოთ იმ ქვეყნად, რომელსაც მშვიდობის მშენებლობის საქმეში მასშტაბური წვლილის შეტანა შეუძლია. თქვენ რამდენჯერმე მკითხეთ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს კონფლიქტებთან მიმართებაში? კონფლიქტები ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება დაიძლიოს. აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების პროცესი დაემყარება მშვიდობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას. ჩვენ მშვიდობის ხელი გავუწოდეთ აფხაზ და ოს ძმებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას. ყველამ ერთად კი უნდა ვძლიოთ წარსულს ჩვენი საერთო მომავლის სასარგებლოდ. ომების აღმოფხვრა 21-ე ასწლეულის ცივილიზებული მსოფლიოს ყველაზე რთული ამოცანაა. მსოფლიოში წარმოშობილი სხვა პრობლმების ფონზე სწორედ იგი უნდა იქცეს მსოფლიო ლიდერების გლობალური დღის წესრიგის უმთავრეს ამოცანად. მხოლოდ შეთანხმებულ, პასუხიმგებლობით აღსავსე ერებისა და მსოფლიო ლიდერების მიერ შემუშავებულ გლობალურ სტრატეგიას ძალუძს გაუმკლავდეს ახალი კონფლიქტებისა და ომების წარმოშობის შეუწყნარებელ მიზეზებს", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი