გიორგი ტუღუში: კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირების იდეა „ნაცმოძრაობას“ 2013 წელს ჰქონდა
15-08-2016, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირების ინიციატივა, პარტიას ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სუვერენიტეტის გზა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე გადის.

 

 

„უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირდეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ევროკავშირში გაერთიანება, ეს ინიციატივა „ნაციონალურ მოძაობას” 2013 წელს ჰქონდა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მასში შემავალმა „რესპუბლიკურმა მოძრაობამ“ მაშინ მხარი ცალსახად არ დაუჭირა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე გადის“,-განაცხადა ტუღუშმა.

 

 

მან ასევე, აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, ეს ინიციატივა კონსტიტუციაში ჩაიწერება.

 

 

„8 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ეს ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ინიციატივა იყო 2013 წელს, განხორციელდეს და კონსტიტუციაში ნამდვილად ჩაიწეროს”, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი