„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველოს უბლოკო სტატუსი ისეთივე საფრთხის მატარებელია, როგორც „ცენტრისტების“ ინიციატივა.
მისი თქმით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის კონსტიტუციაში განსაზღვრის თაობაზე.
„ქართული ოცნების“ რეაქცია ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ხედავენ იმ საფრთხეს, რაც უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას აქვს და რაც, ამ წუთას, ბედუკაძის კლიპში დაინახეს. ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი სწორედ რომ კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარლამენტის ბიურო „დემოკრატიულ მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ინიციატივას განიხილავს. საუბარია კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის შესახებ დათქმის ჩაწერაზე. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.