მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას „უკანონობაში და უმოქმედობაში“ ადანაშაულებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, საქმე ეხება ციტრუსის სეზონთან დაკავშირებულ სუბსიდირების თანხას, რომელიც მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.
მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო სუბსიდირებისთვის 3 მილიონ 150 ათასი ლარი ჩაირიცხა, თუმცა აქედან 2 მილიონ 720 ათასი ლარი გამგეობამ ისევ უკან ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნა.
„დაზარალებულმა მოსახლეობამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრა. სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არამიზნობრივად გახარჯა და დიდი წილი სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხა უკან ბიუჯეტში დააბრუნა რითაც მოსახლეობას ზიანი მიადგა.
სასამართლომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა, თუმცა როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ამ ფაქტზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.