ზურაბ ტყემალაძე: გოგი თოფაძეს არაერთხელ დაუსაბუთებია, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გაწევრიანებული არც ერთ სამხედრო ბლოკში
15-08-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო უბლოკო ქვეყანა უნდა იყოს, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "მრეწველების" წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.

 

 

ტყემალაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნისთვის უბლოკო სტატუსის მომხრეა, აღნიშნულის კონსტიტუციით განსაზღვრის მომხრე არ არის.

 

 

"ეს გოგი თოფაძეს არაერთხელ დაუსაბუთებია, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გაწევრიანებული არც ერთ სამხედრო ბლოკში. ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება კარგს არაფერს მოგვიტანს. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი არ უნდა იდგეს ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც რა თქმა უნდა, ვეთანხმები”, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. უსუფაშვილი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი