ფრაქცია "მრეწველების" წარმომადგენლი, ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ემიჯნება პარტია "ცენტრისტებს", ხოლო მათ საარჩევნო კლიპში გაჟღერებულ დაპირებებს კანონდარღვევად მიიჩნევს.
მისი შეფასებით, ლადო ბედუკაძის გათავისუფლება არჩილ კბილაშვილის პროკურატურის დიდი შეცდომა იყო.
ტყემალაძე აცხადებს, რომ ის თავის დროზეც წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების, თუმცა კბილაშვილმა კანონის დაცვით იმოქმედა.
„მინდა გავაფრთხილო „რესპუბლიკური პარტია“, მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები - ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო!" - ასე უპასუხა პარტია „ცენტრისტების“ წარმომადგენელმა, ლადო ბედუკაძემ „TV პირველის“ ეთერში იმ კრიტიკას, რომელიც პარტიის საარჩევნო რეკლამას მოჰყვა.
„თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი ვის შეხედულებას, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მე დავეკითხები, ეს იქნება უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია მეორე, დანარჩენი არარაობები ხართ, ჩარეცხილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ!“, - განაცხადა ბედუკაძემ.
პარტია „ცენტრისტები“ ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდება.
„რუსული პენსია ყველა პენსიონერს - 400 ლარი... მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს... დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს... ჩვენ დავიცავთ საქართველოს",- ნათქვამია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.